(+995 32) 2 202-215

სიახლეები

28 აპრ '26

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში უნგრეთის ელჩთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ საქართველოში უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს პეტრა პონევაჩ-პანას უმასპინძლა. სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ სტუმარს დეტალურად გააცნო ორგანიზაციის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და ის მნიშვნელოვანი როლი, რომელსაც ასოციაცია ქვეყნის ბიზნესგარემოს ფორმირების პროცესში ასრულებს... ვრცლად

27 აპრ '26

საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ კერძო საპენსიო სქემების პრაქტიკული მნიშვნელობის შესახებ თემატურ შეხვედრას უმასპინძლა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში (BAG) თემატური შეხვედრა გაიმართა, რომელიც კერძო საპენსიო სქემების დანერგვასა და ბიზნესისთვის მის პრაქტიკულ მნიშვნელობას დაეთმო. ღონისძიების ფარგლებში, წამყვანმა ექსპერტებმა და ბიზნესის წარმომადგენლებმა განიხილეს კერძო საპენსიო მოდელების გავლენა როგორც ცალკეულ კომპანიებზე, ისე ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე... ვრცლად

6 აპრ '26

საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ შრომითი მიგრაციის ახალ რეგულაციებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გამართა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ (BAG), საკანონმდებლო ბაზის განვითარების კომიტეტის ფარგლებში, წევრი კომპანიების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრის მთავარი თემა შრომითი მიგრაციის სფეროში დანერგილი ახალი რეგულაციები და მათი პრაქტიკული იმპლემენტაციის პროცესში არსებული გამოწვევები იყო... ვრცლად

31 მარ '26

საქართველოს ბიზნეს ასოციაციში საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მისიასთან ქვეყანაში არსებული ბიზნესგარემო და საინვესტიციო პოტენციალი განიხილეს

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მისიასთან შეხვედრა გაიმართა, სადაც ქვეყანაში არსებული ბიზნესგარემო და მიმდინარე ეკონომიკური ტენდენციები განიხილეს... ვრცლად

30 მარ '26

„ენ ჯი თი ჯგუფი“ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა

„ენ ჯი თი ჯგუფი“ (NGT) წამყვანი ქართული მრავალპროფილური კომპანია, რომელიც 2007 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და მიზნად ისახავს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში წვლილის შეტანასა და ტექნოლოგიური ინოვაციების მხარდაჭერას, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრთა რიგებს შეუერთდა... ვრცლად

16 მარ '26

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანია ჯუნი გახდა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრთა რიგებს ერთ-ერთი უმსხვილესი ტურისტული კომპანია და DMC ოპერატორი „ჯუნი“ შეუერთდა. კომპანია, რომელიც ათ წელზე მეტია წარმატებით საქმიანობს ქართულ ბაზარზე, დარგის აღიარებული ლიდერი და ინოვატორია... ვრცლად