(+995 32) 2 202-215

სიახლეები

4 მაის '26

სადაზღვევო კომპანია „ალდაგი“ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) წევრი გახდა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციას ქვეყნის სადაზღვევო სექტორის ერთ-ერთი ლიდერი კომპანია „ალდაგი“ შეუერთდა, რომელიც ბაზარზე 35-წლიანი გამოცდილებითაა წარმოდგენილი... ვრცლად

1 მაის '26

BAG ინდექსი: კვალიფიციური კადრების დეფიციტი ბიზნესის მთავარი გამოწვევაა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ დაასრულა BAG ინდექსის კვლევაზე მუშაობა, რომლის თანახმად, 2026 წლის I კვარტალში ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელმა 42.5 ქულა შეადგინა. აღსანიშნავია, რომ მაჩვენებელი 10.8 ქულით გაუმჯობესდა წინა წლის I კვარტლის მაჩვენებელთან შედარებით, კერძოდ, მიმდინარე მდგომარეობის შეფასება 15.3 ქულით გაიზარდა, ხოლო მომდევნო 6 თვის მოლოდინის შეფასება 4.9 ქულით გაუმჯობესდა... ვრცლად

29 აპრ '26

საქართველოს ბიზნეს ასოციაციასა და ყირგიზეთის სავაჭრო ქსელებისა და მომსახურების სფეროს ასოციაციაციას შორის შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ ყირგიზეთის სავაჭრო ქსელებისა და მომსახურების სფეროს ასოციაციის წარმომადგენლებს უმასპინძლა. შეხვედრის მთავარ მიზანს ორგანიზაციებს შორის მჭიდრო კავშირების დამყარება, ერთმანეთის საქმიანობის სპეციფიკის გაცნობა და სტრატეგიული მიზნების იდენტიფიცირება წარმოადგენდა. მხარეებმა დეტალურად განიხილეს ორი ქვეყნის ბიზნესგარემო და ის პრიორიტეტული მიმართულებები, რომლებიც ხელს შეუწყობს ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას... ვრცლად

28 აპრ '26

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში უნგრეთის ელჩთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ საქართველოში უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს პეტრა პონევაჩ-პანას უმასპინძლა. სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ სტუმარს დეტალურად გააცნო ორგანიზაციის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და ის მნიშვნელოვანი როლი, რომელსაც ასოციაცია ქვეყნის ბიზნესგარემოს ფორმირების პროცესში ასრულებს... ვრცლად

27 აპრ '26

საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ კერძო საპენსიო სქემების პრაქტიკული მნიშვნელობის შესახებ თემატურ შეხვედრას უმასპინძლა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში (BAG) თემატური შეხვედრა გაიმართა, რომელიც კერძო საპენსიო სქემების დანერგვასა და ბიზნესისთვის მის პრაქტიკულ მნიშვნელობას დაეთმო. ღონისძიების ფარგლებში, წამყვანმა ექსპერტებმა და ბიზნესის წარმომადგენლებმა განიხილეს კერძო საპენსიო მოდელების გავლენა როგორც ცალკეულ კომპანიებზე, ისე ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე... ვრცლად

6 აპრ '26

საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ შრომითი მიგრაციის ახალ რეგულაციებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გამართა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ (BAG), საკანონმდებლო ბაზის განვითარების კომიტეტის ფარგლებში, წევრი კომპანიების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრის მთავარი თემა შრომითი მიგრაციის სფეროში დანერგილი ახალი რეგულაციები და მათი პრაქტიკული იმპლემენტაციის პროცესში არსებული გამოწვევები იყო... ვრცლად