(+995 32) 2 202-215

სიახლეები

17 ივლ '26

BAG ინდექსის კვლევის შედეგები - ბიზნესში ხელოვნური ინტელექტის დანერგვის ტენდენციები საქართველოში

საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ 2026 წლის მეორე კვარტალში, ჩაატარა სპეციალური კვლევა წევრ კომპანიებში ხელოვნური ინტელექტის (AI) ინტეგრაციისა და ბიზნესპროცესებზე მისი გავლენის შესასწავლად, სადაც გამოიკვეთა, რომ ქართული ბიზნესის უდიდესი ნაწილი აქტიურად ინტერესდება ახალი ტექნოლოგიებით - კომპანიების 47% ხელოვნური ინტელექტის დანერგვის კვლევის ან დაგეგმვის ეტაპზეა, ხოლო 13%-ს ის უკვე სრულად აქვს ინტეგრირებული ერთ ან რამდენიმე ბიზნესპროცესში... ვრცლად

16 ივლ '26

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით უცხოელებზე შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის წესთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) ორგანიზებითა და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ჩართულობით, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა მიზნად ისახავდა „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში და „შრომით იმიგრანტსა და თვითდასაქმებულ უცხოელზე შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის №70 დადგენილებაში განხორციელებული მნიშვნელოვანი ცვლილებების განხილვას... ვრცლად

15 ივლ '26

BAG ინდექსი: გამოკითხული კომპანიების შეფასებით, 2026 წლის II კვარტალში ბიზნესის მიმდინარე მდგომარეობა გაუმჯობესდა

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია BAG ინდექსის კვლევის მეორე კვარტლის შედეგებს აქვეყნებს, რომლის თანახმად, ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი წინა კვარტალთან შედარებით 5.1 ქულით გაიზარდა და 47.6 ქულა შეადგინა. აღსანიშნავია, რომ გამოკითხული კომპანიების მიმდინარე მდგომარეობის შეფასება 11.4 ქულით, ხოლო მოლოდინის მაჩვენებელი 10.1 ქულით გაუმჯობესდა... ვრცლად

1 ივლ '26

BAG-ის და Skillwill Swiss College-ის პარტნიორობით, მენეჯერებისთვის ხელოვნური ინტელექტის (AI) ინტენსიური ტრენინგი გაიმართა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ (BAG), Skillwill Swiss College-თან თანამშრომლობით, წევრი კომპანიების ტოპ მენეჯმენტისა და ხელმძღვანელი პირებისთვის ერთდღიან ინტენსიურ ტრენინგს უმასპინძლა... ვრცლად

30 ივნ '26

საქართველოს ბიზნეს ასოციაციას კომპანია „ორკინი საქართველო“ შეუერთდა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) მზარდ ბიზნეს გაერთიანებას კიდევ ერთი გამორჩეული კომპანია „ორკინი საქართველო“ შეუერთდა, რომელიც ამერიკული მულტინაციონალური ბრენდის, ORKIN-ის დამოუკიდებელი, ლიცენზირებული ფრენჩაიზია... ვრცლად

22 ივნ '26

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის განცხადება თემურ უგულავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს გამორჩეული ქართველი ბიზნესმენის, ჩვენი წევრი კომპანიის „აჭარა ჯგუფის“ დამფუძნებლის, თემურ უგულავას გარდაცვალების გამო... ვრცლად