სამომხმარებლო ფასების ინფლაციის დონე საქართველოს ეროვნული ბანკის მიზნობრივ მაჩვენებს აჭარბებს ბოლო თვეებში. ხოლო ლარი ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ვალუტების მიმართ გაუფასურდა.
წინასწარი შეფასებით, 2018 წელს მშპ-ის რეალურმა ზრდამ 4.8% შეადგინა, ხოლო სამომხმარებლო ფასების საშუალო წლიური ინფლაცია 2.6% იყო.
საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპმა 5.4% შეადგინა წლის პირველ ნახევარში.
საგარეო სექტორის პოზიტიური გავლენით 2018 წლის პირველ კვარტალში ექსპორტი 28.4%-ით არის გაზრდილი, ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 28.8%-ით იმატა, ხოლო ფულადმა გზავნილებმა 22.4%-ით. მთლიანობაში კი ეკონომიკის ზრდის ტემპმა 2018 წლის პირველ კვარტალში 5.2% შეადგინა.
2017 წელს, წინასწარი შეფასებით, მთლიანი შიდა პროდუქტის რეალურმა ზრდამ 4.8% შეადგინა,ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებმა წლიურად 13.6%-ით იმატა.
2017 წლის პირველ ნახევარში, წინასწარი შეფასებით, ექსპორტი 30%-ით, იმპორტი კი 9%-ით გაიზარდა წლიურად. 26%-ით იმატა ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა. თუმცა, პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 5.5%-ით იკლო.