საგადასახადო შეღავათების გაუქმებას პაპაშვილი ზოგიერთი კომპანიის მხრიდან „ოქროს სიის“ ბოროტად გამოყენებას უკავშირებს
„მე როგორც ვიცი ვიღაცებმა, კონკრეტულმა კომპანიებმა ბოროტად ისარგებლეს ამ შეღავათით, ვიღაცამ ითაღლითა, ვიღაცა ძალით მოხვდა ამ სიაში, ან რაღაც ქეისი მოხდა, რომელიც უცნობია საზოგადოებისთვის, არ ვიცი - ფაქტია, რომ ასე მიპასუხეს საბაჟოდან. ჩვენ შეგვპირდნენ, რომ გამოსწორდებოდა მდგომარეობა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ საერთოდ ყველასთვის გაუქმდა „ოქროს სიის“ შეღავათები. კარგი იქნება გავიგოთ ვინ იყვნენ ეს კომპანიები, ვინც თაღლითობას მიჰყო ხელი, რომ წითელ დაფაზე გავაკრათ და ვიცოდეთ ვინ გვარცხვენს,“ - აცხადებს „რედიქს“ ჯგუფის დამფუძნებელი ლაშა პაპაშვილი ფინანსთა მინისტრის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვით „ოქროს სიაში“ მყოფ 218 კომპანიას იმპორტის გადასახადზე შეღავათები გაუუქმდათ...მეტი