მშენებლობისა და ინფრასტრუქტურის კომიტეტი
თორნიკე კუჭავა
ანაგი
განვითარებული ინფრასტრუქტურა და სამშენებლო დარგი საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა. ეკონომიკის სექტორების მიხედვით მშენებლობა 2017 წლის მონაცემებით წამყვან ადგილზეა დარგში ჩადებული ინვესტიციების კუთხით. საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში მშენებლობისა და ინფრასტრუქტურის კომიტეტი 2018 წელს შეიქმნა. მისი მიზანი სამშენებლო სფეროში არსებული სხვადასხვა პრობლემური საკითხების გამოკვეთა, მათი სისტემური ანალიზი და შემდგომ ამ საკითხების გადაჭრის გზების ძიება და სახელმწიფოსა და ბიზნეს შორის თანამშრომლობით სხვადასხვა საკანონმდებლო ინიციატივების შემუშავებაა.