ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის კომიტეტი
ნინა კობახიძე
გლობალ ბენეფიტს ჯორჯია
2019 წლის შემოდგომაზე, ასოციაციის წევრთა ინიციატივით, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის კომიტეტი შეიქმნა. კომიტეტის მიზანია ჯანდაცვის სფეროში არსებული აქტუალური საკითხებისა და გამოწვვების იდენტიფიცირება და სახელისუფლებო შტოებთან ადვოკატირება.
კომიტეტის საქმიანობა მოიცავს ისეთ მიმართულებებს, როგორიცაა საკანონმდებლო და მარეგულირებელი გარემოს გაუმჯობესება, საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესებაზე მუშაობა.
კომიტეტი ქვეყანაში მოქმედი ჯანდაცვის სისტემის მუდმივ გაუმჯობესებასა და სრულყოფაზე ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს, შეიმუშავებს და ხელისუფლებას წარუდგენს რეკომენდაციებს დაბალანსებული გადაწყვეტილებების მიღების მიზნით.