საკანონმდებლო ბაზის განვითარების კომიტეტი
ლაშა ნოდია
ნოდია, ურუმაშვილი და პარტნიორები
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის საკანონმდებლო ბაზის განვითარების კომიტეტი 2011 წელს შეიქმნა. მისი მიზანი სამეწარმეო სფეროში არსებული საკანონმდებლო ხარვეზების იდენტიფირიცება, ანალიზი და შესაბამისი სარეკომენდაციო წინადადებების მომზადებაა. ასევე, ხელისუფლებასთან მუშაობა საკანონმდებლო ინიციატივებზე.
კომიტეტის მუშაობის ერთ-ერთ მიმართულებას დაგეგმილი საკანონმდებლო ინიციატივების შესახებ ასოციაციის წევრი კომპანიების ინფორმირებაც წარმოადგენს. საკანონმდებლო ინიციატივების განხილვა და მომზადება კი, შესაბამისი დარგისა და მიმართულების კომპანიების უშუალო ჩართულობით ხდება.
საკანონმდებლო ინიციატივების განხილვისას კომიტეტი, ისევე როგორც საქართველოს ბიზნეს ასოციაცია, ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებთან, სპეციალისტებთან აქტიურად თანამშრობლობს.