ტურიზმის განვითარების კომიტეტი
ელენე მაჭავარიანი
სილქ ჰოსფითალითი
საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში ტურიზმის დარგის განვითარება ერთ-ერთი პრიორიტეტული ამოცანაა. ამასთან, ასოციაციის ბევრი წევრისათვის, ტურიზმი პირდაპირ და არაპირდაპირი ინტერესის სფეროს წარმოადგენს. ტურიზმის განვითარების კომიტეტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია ტურიზმის დარგში საინვესტიციო კლიმატის, საკანონმდებლო და მარეგულირებელი გარემოს გაუმჯობესებაზე მუშაობა, ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის ხელშემშლელი ფაქტორების და დარგში არსებული სხვა პრობლემური საკითხების გამოვლენა მათი გადაჭრის გზების დამუშავების მიზნით.