ენერგეტიკის კომიტეტი
გიორგი ემირიძე
საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი
ენერგეტიკა საქართველოს ეკონომიკის პრიორიტეტული მიმართულებაა, მასზე ქვეყნის ერთობლივი შიდა პროდუქტის მნიშვნელოვანი ნაწილი მოდის და ამავდროულად თავად უზრუნველყოფს ქვეყნის ეკონომიკის განვითარების მყარი ბაზისის შექმნას და განვითარების არჩეული კურსის შეუქცევადობას. ენერგეტიკა კვლავაც ინარჩუნებს საინვესტიციოდ ყველაზე მიმზიდველი მიმართულების სტატუსს და ბიზნესაქტივობის განმსაზღვრელ უმთავრეს ინდიკატორად რჩება.