გარემოს დაცვის კომიტეტი
ირაკლი ნოზაძე
ჯორჯიან მანგანეზი
საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში გარემოს დაცვის კომიტეტი 2016 წელს შეიქმნა. მისი მიზანი გარემოსდაცვით სფეროში არსებული პრობლემური საკითხების იდენტიფიცირება, ანალიზი, გადაჭრის გზების დასახვა და საკანონმდებლო ინიციატივების შემუშავებაა. კომიტეტის საქმიანობა ასევე მოიცავს არსებული და დაგეგმილი საკანონმდებლო რეგულაციების თაობაზე ასოციაციის წევრი კომპანიების დეტალურ ინფორმირებას.
ეფექტიანი და მოქნილი გარემოსდაცვითი კანონმდებლობის შესაქმნელად აუცილებელია ბიზნესსა და სახელმწიფო ორგანოებს შორის თანამშრომლობა, რისი უზრუნველყოფის ერთ-ერთი ფორმა სწორედ აქტიური საკომიტეტო მუშაობაა, სადაც ჩართულნი არიან/იქნებიან როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი ექსპერტები.